გაცნობებთ, რომ 4-11 მაისის პერიოდი საქართველოში უქმე დღეებია.
ამასთან, უნივერსიტეტის მიერ ჩატარდა გამოკითხვა და გამოკითხულთა 66%-ზე მეტი ლექციების აღდგენის მომხრეა (სასწავლო პროცესის ვადის გაუზრდელად). შესაბამისად საუნივერსიტეტო გადაწყვეტილებით, გამოკითხვის შედეგების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესის დასრულების ვადა (სალექციო მეცადინეობები) - 12 ივნისი უცვლელი დარჩა.
ამდენად, ლექტორებმა, სტუდენტებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყონ უქმე დღეების გამო გაცდენილი ლექცია/სემინარების აღდგენა, სასწავლო პროცესის ამჟამინდელ ვადებში.